Сообщения

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს  მოვახდინეთ პროექტთან დაკავშირებული პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე და გამოქვეყნება, შემდგომ თითოეულმა მასწავლებელმა გააკეთა პრეზენტაცია საკუთარ პროექტზე, ერთმანეთს დავუწერეთ კომენტარები. ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო, ყველა ეტაპი საინტერესოდ იყო დაგეგმილი, საკმაოდ ბევრი ვისწავლეთ, მადლობა ყველაფრისთვის...

სასწავლო პროექტის პორთფოლიო

პორთფოლიოს სანახავად გადადით  ბმულზე                                                      

მერვე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა, შევიტანეთ სასწავლო პროცედურები, ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარის შექმნა და ბლოგზე ვიდეოს ჩასმა, ძალიან საინტერესოდ დასრულდა ეს დღეც

ვიდეო ჰეპატიტზე

Изображение

პროექტის კითხვარი

პროექტის სანახავად გადადით ბმულზე

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს პროექტის გეგმა შევავსეთ თითქმის ბოლომდე, დაგვრჩა მხოლოდ პროცედურების ჩაწერა, ვისაუბრეთ მოსწავლეების მრავალმხრივ ინტელექტზე, შევქმენით სლაიდშოუს შაბლონი, ბლოგზე დავამატეთ გაჯეტები

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღეს შევიმუშავეთ პროექტის შეფასების რუბრიკა, ასევე ვიმუშავეთ სლიდშოუს ეფექტებზე, სლაიდშოუ გამოვაქვეყნეთ ბლოგზე, ეს დღეც საინტერესოდ დამთავდა